სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში ვაკანტურ თანამდებობეზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

2015-06-24 12:00:00

აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და  ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ -ტერიტორიულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის II ეტაპი (გასაუბრება) მიმდინარეობს. გასაუბრება გუბერნატორის ადმინისტრაციაში დღეს 24 ივნისს დაიწყო და ხვალ 25 ივნისს დასრულდება.

კონკურსი გამოცხადებილი იყო ადმინისტრაციაში არსებულ 4 ვაკანტურ თანამდებობაზე: სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატის მთავარი სპეციალისტი, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატის უფროსი სპეციალისტი, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი და სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების  სამსახურის უფროსი სპეციალისტი. კონკურსი აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობებზე საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით 2015 წლის 11 მაისს გამოაცხადა.

სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციაში სულ 235 განცხადება შემოვიდა, აქედან კონკურსის მეორე ეტაპზე 175 აპლიკანტი გადავიდა.

მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისისს შემადგენლობა: კომისიის თავმჯდომარე - კობა ქანთარია (გუბერნატორის პირველი მოადგილე), კომისიის თავმჯდომარის მაოდგილე - მაკა ფიფია (გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში) კომისიის წევრები: ნუგზარ გაბელია (გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე), მერაბ დანელია (USAID – NEO ქემონიქს საერთაშორისო მობილიზატორი C-2 სოფლის მეურნეობის სპეციალისტი), ლავრენტი ალანია (საქართველოს პროფესიული კავშირების წარმომადგენელი ხობში).

კონკურსანტების გასაუბრების მონიტორინგი ხორციელდება აუდიო ჩაწერით.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
151617
18
192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო