სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რეგიონებთან და თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

2015-05-19 18:45:00

დღეს, 19 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა გიორგი ამაშუკელმა შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრას მხარის გუბერნატორი ლევან შონია, პირველი მოადგილე კობა ქანთარია, მუნიციპალიტეტის გამგებლები და მერები დაესწრნენ.

გიორგი ამაშუკელი რეგიონში მიდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.
გიორგი ამაშუკელიმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიას უთხრა, რომ - „მარტო რეგიონული განვითარების ფონდიდან 27 მილიონი არის გამოყოფილი. ასევე არის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები. დეტალურად გავეცანით თითოეულ მათგანს. უმეტეს შემთხვევაში სატენდერო პროცედურები დასასრულს უახლოვდება და ივნისის თვეში მოსახლეობისთვის უკვე თვალსაჩინო გახდება ძალიან ბევრი პროექტი რეგიონში“.

მხარის გუბერნატორის განუცხადებით, რეგიონში რამდენიმე მსხვილი პროექტი უახლოეს მომავალში დაიწყება: „ზუგდიდის სტადიონის პროექტზე, ფაქტიურად დასრულებულია პროექტი. მოლის პროექტიც დამთავრდა. ვეცნობით ამ პროექტს და შემდეგ გვექნება პრეზენტაცია. ასევე თვის ბოლოს, მთავრდება ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი, ამავდროულად დასრულდება ნიკოს სასახლის რეაბილიტაციის პროექტი. 29 მაისს დასრულდება ზუგდიდში წყლის რეაბილიტაციის პროექტიც. ძალიან მალე დაიწყება თანამედროვე ევროუპული სტანდარტების რაგბის სტადიონის მშენებლობა. ამ ეტაპზე მიდის დაპროექტირება“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო