სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიაში თხილის დარგის მესვეურთა ფორუმი გაიმართა

2015-05-16 10:21:00

ანაკლიაში, სასტუმრო „პალმ ბიჩში“ საქართველოს თხილის დარგის მესვეურთა ფორუმი ჩატარდა. რომელშიც მონაწილეობა სოფლის მეურნეობის მინიტრმა ოთარ დანელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ENPARD-ის განმახორციელებელი კონსორციუმებისა და ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებმა მიიღეს. ფორუმში მონაწილეობას ფერმერები, აგრონომები, თხილის ადგილობრივი და უცხოური საწარმოების ხელმძღვანელებმა ღებულობდნენ.


საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ფორუმის მონაწილეებს თხილის დარგის განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა გააცნო.


გუბერნატორმა ლევან შონიამ კი შეკრებილებს თხილის ფასის დინამიკა გააცნო და მოსახლეობისთვის მიღებულ სარგებელზე ისაუბრა, გუბერნატორმა აღნიშნა, რომ თხილი რეგიონისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი საექსპორტო პროდუქტია და თხილის კულტურის განვითარებას სახელმწიფო ხელს შეიწყობს:


„ჩვენი ქვეყნისთვის თხილი უმსხვილესი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. შარშანდელი მონაცემებით საქართველოდან თხილის ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ 200 მილიონ დოლარამდე შეადგინა, რითაც მანამდე ლიდერ ღვინის ექსპორტს გადააჭარბა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.


ჩვენი ხელისუფლების პირობებში, როდესაც ბიზნესზე ზეწოლა არ ხდება და ლობირებულ ფასებს ადგილი არ აქვს, თხილის საბაზრო ფასმა არნახულ ნიშნულს მიაღწია. თუ 2004 წლიდან 2012 წლამდე თხილის მაქსიმალური ფასი 4 ლარი იყო, დღეს მისი ფასი 13 ლარს აღწევს. საქართველო, თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი უმსხვილესი ქვეყნების პირველ ათეულში შედის და ეს მეტწილად ჩვენი რეგიონის დამსახურებაა.


თხილს, სამეგრელოში სოფლად მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის კეთილდღეობა მოაქვს და ჩვენი მიზანია ეს კეთილდღობა გავზარდოთ. მთავრობა ამისთვის ყველფერს აკეთებს. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი პროექტია დანერგე მომავალი და სხვა პროგრამები, რომლებიც ფერმერებსა და გლეხებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს“ - აშნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ ანაკლიაში ჩატარებულ ფორუმზე.


ფორუმის მონაწილე მხარეები გაეცნენ საქართველოს მთავრობის გეგმებსა და პროგრამებს თხილის დარგთან მიმართებაში და აგრეთვე წარმოადგინეს თავიანთი ხედვები, პროგრამებსა და დარგში არსებულ პრობლემატიკაზე.


თხილის მესვეურთა ფორუმი ანაკლიაში ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ოქსფამ”-ის ორგანიზებით ჩატარდა.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო