სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორმა ლევან შონიამ კონფლიქტისპირა სოფელ ფახულანში გზის მშენებლობა დაათვალიერა

2015-05-02 09:43:00

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფელ ფახულანში ოკუპირებულ საბერიომდე მისასვლელი 4 კილომეტრიანი გზა კეთდება.  გზა რომელიც 35 წელია არავის შეუკეთებია, პრობლემას უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას და ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც დანარჩენ საქართველოს მხოლოდ ამ გზით უკავშირდებიან.

დღეს,  გზის მშენებლობის სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ დაათვალიერეს. ამ ეტაპზე ფახულანის გზაზე, სანიაღვრე არხების და გაბიონების მშენებლობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება დაიწყება,  გზის გასწვრივ მოეწყობა გარეგანათებაც.

„ამ გზით ყოველდღიურად სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირბულ აფხაზეთში ცხოვრობენ. 35 წლის განმავლობაში ეს გზა არავის შეუკეთებია, ის ავარიული და გაუვალიი იყო, თუმცა ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ აქ სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და სულ მალე ახალი გზა გვექნება. ამ პროექტით ისარგებლებენ როგორც ადგილობრივები, ასევე ის მოქალაქეები, რომლებიც ე.წ. საზღვარის მიღმა ცხოვრობენ, ასევი ის 17 მოსწავლე რომელიც ადმინისტრაციულ საზრვარს ყოველდღიურად კვეთს და საბერიოდან ფახულანის ქართულ სკოლაში დადის სასწავლებლად“, - განაცხადა სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

ოკუპირებულ საბერიომდე მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოებისთვის 2 200 000 ლარი დაიხარჯება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი და წალენჯიხის ადგილობრივი ხელისუფლება ერთობლივად ახორციელებს. გეგმის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრამდედასრულდება. გზის რეაბილიტაციაზე 50-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული, მათი საშუალო ხელფასი ყოველთვიურად 800-900 ლარს შეადგენს. კონფლიქტისპირა სოფელში წელს ახალი საბავშო ბაღიც აშენდება, რომელიც 80 ბავშვზე იქნება გათვლილი.

ლევან შონია და გოგა გულორდავა ფახულანის მცხოვრებლებსაც შეხვდნენ და კონფლიქტისპირა სოფელში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებისგან მიიღეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო