სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ 320 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა

2015-04-29 14:41:00

ზუგდიდში, 10 ახალაშენებულ კორპუსში, 320 დევნილი ოჯახი ბინის მესაკუთრე გახდა. კორპუსების აშენების შედეგად, 12 ნგრევადი ობიექტი დაიხურება, რომლებიც შენობის მძიმე მდგომარეობის გამო, საფრთხეს უქმნიდა იქ მცხოვრები 104 დევნილი ოჯახის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

კორპუსები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ-მა მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) დაფინანსებით, ააშენა. პროექტის ღირებულებამ 14, 463, 231.73 ლარი შეადგინდა.

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ კობა ქანთარიამ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტის მენეჯერმა კრისტოფ იზენმანმა და გერმანიის საელჩოს ეკონომიკურმა ატაშემ-კატარინა დერკორნმა სოფელ ცაიშში ის შენობები მოინახულეს, სადაც დევნილები ახალ საცხოვრებელ სახლებში გადასვლამდე უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ. ემდეგ კი, ახალაშენებულ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ.

პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა. ზუგდიდში 320 დევნილი ოჯახი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ახალ ბინებში იცხოვრებს. 320 ბინიდან 40 - ერთოთახიანი, 160- ოროთახიანი, 120 - სამოთახიანი.

საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადი 4190-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად“, ბინა 320 ოჯახს გადაეცა. ბინების განაწილების პროცესი, კრიტერიუმების შესაბამისად, ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და საინჟინრო კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია, ვენტილაცია, ელექტრომომარაგება, გაზმომარაგება) მონტაჟი. საცხოვრებელი უბანში ასევე მოეწყო გამწვანებული ბაღები, საბავშვო და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები. მთელს ტერიტორიაზე დამონტაჟდა განათების სისტემა და ყველა კორპუსისთვის მოეწყო ღია ავტოსადგომი.

კორპუსების მშენებლობის პარალელურად, სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, ტერიტორიაზე გაიბურღა ჭაბურღილები. ამ სამუშაოების შედეგად, 10 კორპუსის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. ყველა ბინაში დამონტაჟდა კარმის ტიპის გამათბობელი, გაზქურა და სარეცხი მანქანა. შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ითვალისწინებს და აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს. მშენებლობაზე დასაქმებული იყო 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 50 დევნილი.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების მიხედვით სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ, ტენდერში გამარჯვებულ შპს „დაგს“, აქვს ვალდებულება, რომ მშენებლობის დასრულებიდან ერთი წლის ვადაში საცხოვრებელ კომპლექსს საგარანტიო მომსახურეობა გაუწიოს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22
23
2425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო