სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ჩხოროწყუში დევნლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

2015-04-17 14:44:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი, ჩხოროწყუს გამგებელი დავით გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ჩხოროწყუში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით სამინისტროში მოქმედ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

ვიცე-გუბერნტორმა და მინისტრის მოადგილეებმა ისაუბრეს სოფლად სახლის, მენაშენეებისაგან ბინების გამოსყიდვის, იპოთეკური სესხის დაფარვისა და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროექტებზე. სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, ჩხოროწყუში სამინისტრომ 4 დევნილი ოჯახისათვის კერძო სახლი უკვე შეისყიდა. კობა ქანთარია, შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი ადგილზე გაეცნენ დევნილთა საცხოვრებელ პიროებებს, მოისმინეს მათი პრობლემები და საჭიროებები.

გუბერნატორის და მინისტრის მოადგილეებმა ასევე მოინახულეს დევნილთა უფასო გამოკლვევების პროცესი, რომელიც სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კლინიკების „გორმედისა“ და „სენამედის“ ექიმებმა ჩაატარეს.

გამოკვლევები ჩხოროწყუს რაიონულ საავადმყოფოში ჩატარდა. დევნილებს მოემსახურნენ: ტრამვატოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, პედიატრი და გინეკოლოგი. მაღალტექნოლოგიური კვლევების საჭიროებისას კლინიკებმა უზრუნველყვეს პაციენტების ტრანსპორტირება კლინიკაში და დიაგნოსტიკა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო