სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბრენატორმა და ზუგდიდის გამგებელმა გზებზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს

2015-04-02 16:59:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ჭითაწყარში, ცაცხვში, ინგირსა და უჩაშონაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ ადგილზე დაათვალიერეს. აღნიშნულ გზებზე საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს. 

სოფელ ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში სასაფლაოსთან მისასვლელი შიდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. აღნიშნულ გზაზე ასფალტო – ბეტონის გზის საფარი 632 გრძვ მეტრზე დაიგო. 

გუბერნატორმა და ზუგდიდის გამგებელმა გზის მშენებლობა უჩაშონას ტერიტორიულ ერთეულშიც დაათვალიერეს, სადაც ავარიული საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ამ ეტაპზე მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 8638 კვ.მ შეადგენს. აღნიშნული გზა ერთმანეთთან აკავშირებს რამდენიმე სოფელს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარისთვის საფუძვლის მომზადება. პროექტის დასრულების შემდეგ ამ გზით ისარგებლებს 670 ადგილობრივი მკვიდრი. აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შემდეგ ამ გზით მოსარგებლეების გადაადგილება გახდება უსაფრთხო, გაუმჯობესდება მათი სოციალური მდგომარეობა და პროექტის მიმდინარეობის განხორციელებისას დასაქმდება ადგილობრივი მუშახელი. პროექტის ღირებულება 482 000 ლარს შეადგენს და ის მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.

სოფელ ინგირში კი სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 1.084 მეტრს შეადგენს. აღნიშნული გზის მონაკვეთი ადგილობრივი მნიშვნელობისაა და ანაკლია–ზუგდიდის ცენტრალურ გზას უერთდება. ამ გზის მონაკვეთით სარგებლობს 620 ადგილობრივი მოსახლე. გზის მშენებლობა უახლოეს დღეებში დასრულდება და მისი ღირებულება 369 ათას ლარს შეადგენს.
რაც შეეხება სოფელ ცაცხვის გზას მისი სიგრძე 1735 კვადრატული მეტრია, სადაც ასფალტის საფარიანი გზა დაიგება და მოეწყობა სანიაღვრე არხები. გზის მშენებლობისთვის 95 ათასი ლარი დაიხაჯება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო