სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ტურისტული პოტენციალზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2015-04-01 18:27:00

საქართველოს მთავრობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად ლოგისტიკურ განვითარებასთან და სოფლის მეურნეობასთან ერთად ტურიზმი გამოკვეთა. რეგიონის ტურისტული პოტენციალზე, დარგში არსებულ პრობლემებზე დღეს სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობა ტურიზმის საკონსულტაციო ცენტრების და მუნიციპალიტეტბში ტურიზმის საკითხებზე მომუშავე  სპეციალისტებმა მიიღეს.

შეხვედრაზე რეგიონში ტურიზმის კუთხით მიმდინარე, დაგეგმილი საქმიანობები და მიმართულებები განიხილეს. ასევე საუბარი შეეხო ტურისტული ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციის უზრუნველყოფას.

შეკრებილებს რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილემ ნუგზარ გაბელიამ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. გაბელიასვე განცხადებით, დაგეგმილია დონორთა კონფერენცია, სადაც მუნიციპალიტეტებს საშუალება მიეცემათ დონორებს მიაწოდონ ინფორმაცია მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ პრობლემებზე და შესთავაზონ განსახორციელებელი პროექტები, ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია რეგიონული პოტენციალის პოპულარიზაცია და ინფორმაციის მაქსიმალურად მიწოდება დაინტერესებული მხარეებისათვის, გამოფენების, პრეზენტაციების მოწყობის გზით.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო