სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში 320 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს

2015-03-31 11:07:00

დღეს, ზუგდიდში, 10 ახალაშენებულ კორპუსში, 320 დევნილი ოჯახისათვის, ბინები ფარული კენჭისყრით განაწილდა.

ბინების განაწილების პროცედურას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები შოთა რეხვიაშვილი, გოგი ფაცაცია და მამუკა ცოტნიაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწენენ. ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა, კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები.

კენჭისყრის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. ბინების განაწილების დროს გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები, მათ ადაპტირებული ბინები პირველ სართულზე გადაეცათ.

შენობაში სულ 320 ბინაა, აქედან 40 - ერთოთახიანი, 160- ოროთახიანი, 120 - სამოთახიანი. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, 10 კორპუსი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო