სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრემიერ მინისტრმა სამეგრელოში თხილის ქარხანა დაათვალიერა და სურსათის უვნებლობის სააგენტო გახსნა

2015-03-27 01:58:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად ხობში შპს “ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის” მიერ დაფუძნებულ თხილის ქარხანას ესტუმრა. ქარხანა 2013 წელს აშენდა და მასში 300 000 აშშ დოლარის ქართული ინვესტიცია განხორციელდა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტში კი მოიპოვა 782 000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება. ქარხანა აწარმოებს თხილის გულს, მოხალულ თხილს, ბლანშირებულ თხილს და აგრეთვე ინოვაციურ თხილის პროდუქტს-მოხალულ, დამარილებულ თხილს ნაჭუჭით. პროექტის ფარგლებში საწარმომ შეძლო შეესყიდა თანამედროვე, უახლესი მოსახალი და შესაფუთი მანქანა-დანადგარები, ძირითადი საჭირო, საწარმოო აღჭურვილობები და ნედლეული.

ხობის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გახსნა. თანამედროვე სტანდარტების, უახლოესი ტექნიკით აღჭურვილი ოფისის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. რეგიონულ სამმართველოში სულ 35 ადამიანია დასაქმებული, სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალ ოფისში კი 12 ადგილობრივი დასაქმდება. რეგიონული სამსახური უზრუნველყოფს მავნე სურსათის გამოვლენასა და განადგურებას, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას და ეპიდაფეთქებების ლიკვიდაციას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას მავნე ორგანიზმებისაგან. ახალი შენობა ზუგდიდში აგრარული სექტორის ყოვლისმომცველი განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ქვეყნის მასშტაბით უკვე აქვს 5 ახალი ოფისი. წლის ბოლომდე კიდევ 3 ახალი ოფისის გახსნა იგეგმება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო