სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მესტიაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი გაეცნო

2019-10-16 22:58:00

მესტიის მუნიციპალიტეტში გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. არსებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

დაბა მესტიაში 15 შიდა გზის მშენებლობა მოხდება. ამ ეტაპზე სამუშაოები ექვს ქუჩაზე მიმდინარეობს. გზები ისეთ ქუჩებზე იგება, სადაც აქამდე ასფალტო-ბეტონის გზა არასდროს ყოფილა. შიდა გზების მშენებლობისთვის 5 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ახალი გზის დაგება მიმდინარეობს სოფელ ბეჩოშიც. სოფელში არსებული ამორტიზებული გზა გადაადგილებისას პრობლემას ადგილობრივებთან ერთად უშბისკენ მიმავალ ტურისტებსაც უქმნიდა. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ახალი გზა შენდება მულახის ადმინისტრაციულ ერთეულშიც. ის ცენტრალურ გზასთან სოფელ მაჯვდიერს დააკავშირებს. გზის ამ პერიმეტრზეც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, რაც ადგილობრივ მოსახლეობა გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.

დღესვე სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჟაბეშის და სოფელ ჩვაბიანის ღელეს  ნაპირსამაგრ სამუშაოებს გაეცნო. არსებული ღელე უხვი ნალექის დროს ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს აზიანებდა. სამუშაოებისთვის ჯამში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 350 ათასი ლარია გამოყოფილი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო