სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა კულტურის სტრატეგიის განსაზღვრის საკითხზე

2015-03-10 14:59:00

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით კულტურის ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს იწყებს.

გასვლითი სამუშაო შეხვედრა სამეგრელო-ზემო სავნეთის რეგიონის მასშტაბით ანაკლიაში მიმდინარე წლის 21 მარტს ჩატარდება, რომელსაც მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. მანამდე კი რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერების და გამგებლების მოადგილეების მოადგილეები, კულტურის სამსახურის უფროსები და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სავენთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა კულტურის სფეროში არსებული პრობლემები, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები განიხილა.

სამუშაო შეხვედრას პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე ნუგზარ გაბელია და კულტურის კურატორი ლალი ჯანჯღავა უძღვებოდნენ. შეხვედრის ორგანიზატორი რეგიონული პროექტების კორდინირების სამსახური იყო.

კულტურის ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს რეგიონების ჩართულობას. გასვლითი სამუშაო შეხვედრის მიზანია საქართველოს კულტურის სტრატეგიის შემუშავება.

რეგიონისა და მუნიციაპელიეტების პირველ პირებს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე 28 თებერვალს შეხვდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა და უწყებამ კულტურის სფეროს საკითხები რეგიონულ ხელისუფლებასთან მსგავს ფორმატში განიხილა. სტრატეგიის შემუშავების პროცესი ღია და გამჭვირვალეა. კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მასში ჩართულნი არიან დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო