სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

თურქეთის ელჩი ვიცე-გუბერნატორს და ზუგდიდის მერს შეხვდა

2015-03-09 10:44:00

თურქეთის ელჩი ლევენთ გუმრუქჩუ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს კობა ქანთარიას, ზუგდიის მერს ირაკლი გოგოხიას და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსს დათო კოდუას შეხვდა.

ლევენთ გუმრუქჩუს რეგიონის პოტენციალი გააცნო ვიცე-გუბერნატორმა. კობა ქანთარიამ ელჩთან საუბარში აღნიშნა, რომ როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ მთავრობაში ხელისუფლება ბიზნესმენებს ხელს უწყობს და საინვესტიციო გარემო საქართველოში დღეს ისეა მიმზიდველი როგორც არასდროს აქამდე. ვიცე-გუბერნატორმა თურქეთის ელჩს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და თურქ ინვესტორებთან შუამდგომლობა სთხოვა.

ზუგდიდში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქრტურული პროექტებზე ელჩს ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია ესაუბრა. მერმა აღნიშნა, რომ ბიზნეს აქვს ხელშეწყობა მთავრობის მხრიდან, ხელისუფლება მოწადინებულია ინვესტიციების შემოსვლით და მეტი ახალი სამუშაო ადგილების შეიქმნით - „ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენ ვერ შევქმნით სამუშაო ადგილებს,  მაგრამ ჩვენ ვუწყობთ ხელს ბიზნესმენებს, რომ მათ ჩადონ ინვესტიციები და დაასაქმონ ადგილობრივები. ამის ხელშეწყობა მუდმივად იქნება და ბიზნესმენებს ამხრივ პრობლემები არასროს შეექმნებათ“, აღნიშნა ირაკლი გოგოხიამ.

ლევენთ გუმრუქჩუ შეხვედრის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ „მხარდაჭერას მივცემ თურქ ინვესტორებს, რათა ისინი ჩამოვიდნენ თქვენს რეგიონში და განახორციელონ ინვესტიციები. ძალიან დიდი პოტენციალი გაქვთ თხილის წარმოებაში და ამ ბაზარზე თურქეთთან ერთად წამყვან პოზიციაზე ხართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს როგორც ტურიზმის ასევე სოფლის მეურნეობის დარგში. მომწონს ის შემართება რაც თქვენ გაქვთ და სწორედ ასე უნდა იქცეოდნენ წარმატებული ხელმძღვანელები. კარგია, რომ დეტალურად გაქვთ შესწავლილი ის საკითხები რითაც ინვესტორების დაინტერესება შეიძლება. თურქეთს ყავს ძალიან კარგი მეზობელი საქართველოს სახით და მეზობლობა არჩევითი, რომ იყოს თურქეთი მის მეზობლად კვლავ საქართველოს აირჩევდა“, განაცხადა თურქეთის ელჩმა და დასძინა, რომ საქართველოში დიდი პოტენციალია, როგორც ტურიზმში ასევე სოფლის მეურნეობაში.  

შეხვედრის დასრულების შემდეგ, თურქეთის ელჩმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი  დაათვალიერა და განაცხადა, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი 2016 წელს ანტალიაში, ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო გამოფენაზე.

 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო