სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ ჩხოროწყუში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალლიერა

2015-03-05 16:58:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან დათო კოდუასთან, ჩხოროწყუს გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.


ლევან შონიამ თავდაპირველად ჩხოროწყუში ზუგდიდის ქუჩაზე სანიაღვრე არხების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება და სანიაღვრე არხი შენდება 1600 მეტრზე მიმდინარეობს, სამუშაოები ობიექტზე 1 თებერვალს დაიწყო და 30 ივნისს უნდა დასრულედეს. სამუშაოებისთვისთვის ბიუჯეტიდან 274 564 ლარი იხარჯება, დასაქმებულია 10 მოქალაქე.


სანიაღვრე არხების დათვალიერების შემდეგ გუბერნატორმა ჩხოროწყუს ცენტრში მდებარე ბაღის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. ლევან შონიას განცახდებით, მშენებელი კომპანია სამუშაოებს ხარისხიანად ასრულებს, მაგრამ მშენებლობის ტემპი შენელებულია და საჭიროა სამშენებლო კომპანიამ ტემპი გაზარდოს, რათა მოხდეს ობიექტის დროულად დამთავრება. ბაღის მშენებლობისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 414 999 ლარი იხარჯება. სამშენებლო სამუშაოები 2 დეკემბერს დაიწყო და 7 სექტემბერს უნდა დასრულდეს.


მესამე ობიექტი, რომელიც გუბერნატორმა დაათვალიერა, ჩხოროწყუში გარახის უბანში მდებარე მშენებარე საბავშო ბაღია. რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 222 221 ლარი იხარჯება. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები გასული წლის სექტემბერში დაიწყო და 30 მაისს უნდა დასრლდეს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22
23
2425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო