სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გარემოს დაცვის მინისტრი და გუბერნატორი მონადირეებს შეხვდნენ

2015-02-28 21:07:00

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახლემწიფო რწმუნებულთან ლევან შონიასთან და მის პირველ მოადგილე კობა ქანთარიასთან ერთად რეგიონის მონადირეებსა და მეთევზეებს ზუგდიდში შეხვდა.

ელგუჯა ხოკრიშვილმა მონადირეებს ახალი ინიციატივა გააცნო. სამეგრელოს რეგიონში გარემოს დაცვის სამინისტრო სანადირო მეურნეობას შექმნის, რომელიც ინფრასტრუქტურით მოეწყობა. შემდეგ კი ტერიტორია მართვის უფლებით მონადირეთა ასოციაციას გადაეცემა.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრმა განმარტა, მონადირეების მიერ ტერიტორიის შერჩევის შემდეგ მას სპეციალისტებისა და ექსპერტების ჯგუფი შეისწავლის. ელგუჯა ხოკრიშვილის ცნობით, სპეციალურად სანადიროდ მოწყობლ ტერიტორიაზე შესვლა დადგენილი წესებით და კონტროლის დაცვით მოხდება, რაც უკანონო ნადირობის და გარემოსთვის ზიანის მიყენების ფაქტებს შეამცირებს. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მეთევზეებსა და მონადირებს დახმარება აღუთქვა და განაცხადა, რომ სანადირო მეურნეობის შექმნაში თითოეული მონადირე აქტიურად იქნება ჩართული. ლევან შონიასვე განმარტებით, მონადირეებისა და მეთევზეების პრობლემებით წლების განმავლობაში არავინ ინტერესდებოდა. გუბერნატორი მიიჩნევს, რომ სანადირო მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონში სანადირო ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო