სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას ფონდ „ქართუს“გამგეობის თავმჯდომარე და სახელმწიფო რწმუნებული გაეცნენ

2019-08-02 21:30:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მოადგილეებთან,  ფონდ ,,ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარესთან ნიკოლოზ ჩხეტიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ფოთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერა. ძეგლები ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

ალექსანდრე მოწერელიამ, ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ტელეკომპანია „ფაზისის“, სახელმწიფო უშიშროების ყოფილი შენობები დაათვალიერეს, ასევე იმყოფებოდნენ  მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის, საბავშვო ბიბლიოთეკის და სამხატვრო სკოლის შენობებში, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენს.

,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა ფოთში არის ძალიან სავალალო, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში არის სახელმწიფო უშიშროების ყოფილი შენობა, რომელიც  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მისი ავტორი ცნობილი არქიტექტორი ედმუნდ ფრიკია. მიმდინარეობას მოლაპარაკება მის ამჟამინდელ მფლობელთან და გადმოცემის შემთხვევაში აუცილებლად მოხდება მისი სრული რეაბილიტაცია. ასევე გავეცანით ჩვენ სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობასაც, რომლებიც ფოთში მდებარეობს. ჩვენი მოვალეობაა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მათი რეაბილიტაცია, რადგან ის დარჩეს ჩვენს ქალაქს, მოსახლეობას და ჩვენს მომავალ თაობას” - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ფონდმა ქართუმ ფოთში უკვე განახორციელა რამდენიმე საქველმოქმედო პროექტი, მათ შორისაა ნიკო ნიკოლაძის კოშკის რეაბილიტაცია და თანამედროვე სტანდარტების სარაგბო ბაზის მშენებლობა. 2005-2019 წლებში ,,ქართუს“ მიერ სამეგრელოში განხორციელებული პროექტების ბიუჯეტი 28 მილიონ ლარს შეადგენს. ფონდის გამგეობის თავმჯდომარის განმარტებით სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს ადგილობრივი ისტორიული ძეგლების განხილვას და პერსპექტივაში მათი აღდგენის შესაძლებლობას.

 

ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ:

▶ ყოფილი ტელეკომპანია „ფაზისის“ შენობა ნიკო ნიკოლაძის პერიოდში მოდერნის სტილში აშენებულ შენობებს შორის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. ნაგებობა მეოცე საუკუნის დასაწყისში არქიტექტორ ედმუნდ ფრიკის მიერაა აშენებული. შენობა ხანძრისგან 2003 წლის ოქტომბერში განადგურდა. შენობიდან მხოლოდ მთავარი ფასადი არის შენარჩუნებული.

▶ სახელმწიფო უშიშროების ყოფილი შენობა ულამაზესს, მოდერნის სტილში შესრულებულ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. შენობა წითელი აგურით არის ნაშენი და გამოყენებულია კირქვა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მდიდარია სხვადასხვა არქიტექტურული დეტალებით, კონფიგურაციებითა და მხატვრული ელემენტებით. შენობის არქიტექტორი ედმუნდ ფრიკია და ის ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის დროს აშენდა.

▶ მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრის შენობა წარმოადგენს აგურის ორსართულიან კაპიტალურ შენობას.  შენობის ფასადებზე გამოყენებულია აგურის დეკორატიული კოლონები და სხვა არქიტექტურული ელემენტები. შენობა დაპროექტებულია 1906 წელს და მისი ავტორია არქიტექტორი კოზლოვია.

▶ სამხატვრო სკოლის შენობა აგებულია ნიკო ნიკოლაძის პერიოდში, სავარაუდოდ 1901-1907 წლებში. შენობის ავტორია სავარაუდოდ არქიტექტორი ედმუნდ ფრიკია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო