სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

2 460 დევნილი ოჯახისთვის ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსები აშენდება

2015-02-13 18:01:00

2 460 დევნილი ოჯახისთვის ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. ინფორმაცია დევნილებს ბარამიას ქუჩაზევე გააცნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ.


მინისტრმა დევნილებს განუცხადა, რომ უახლოეს მომავალში ბარამიას ქუჩაზე 34 თორმეტსართულიანი კორპუსების მშენებლობა დაიწყება, სადაც დევნილი ოჯახი ბინას საკუთრებაში მიიღებენ.


მინისტრისვე განცხადებით, განაშენიანება 3,5 ჰექტარზე დაიწყება, კორპუსებთან ერთად მოეწყობა ინფრასტრუქტურა და დევნილებს ყველა სერვისით აღჭურვილი თანამედროვე საცხოვრებელი უბანი ექნებათ.


პროექტს დევნილებისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ, რომელმაც შეკრებილებს განუცხადა, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტი დევნილებისთვის 22 წლის განმავლობაში არავის განუხორციელებია. ლევან შონიას განცხადებით, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის აშენების შემდეგ დევნილთა განსახლების პრობლემა პრაქტიკულად მოიხსნება. მისივე განმარტებით, ასევე იგეგმება დევნილთა კორპუსების აშენება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში.


დევნილებთან გამართულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები იმყოფებოდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო