სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

„ევროპის დღე-2019“ მესტია

2019-05-24 11:37:00

მესტიაში "ევროპის დღე 2019" გაიმართა. ღონისძიებას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, აპარატის უფროსი ლევან წულაია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრნენ. ღონისძიება მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ნელი ნავერიანმა გახსნა. ,,ევროპის დღის" ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სტუმრებს ასევე შეეძლოთ მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ შექმნილი ევროპის დღისადმი მიძღვნილი ნახატები და პოსტერები დაეთვალიერებინათ. გამოფენის პარალელურად ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. "ევროპის დღის'' ფარგლებში სპორტული ღონისძიებებიც გაიმართა, მათ შორის ჩატარდა გარბენი, რომლის გამარჯვებულიც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დააჯილდოვა. ევროპის დღეები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, წელს მეშვიდედ გაიმართა. ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო