სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ჩინეთის დელეგაცია ეწვია

2014-12-29 18:14:00

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და ჩინეთის სინჯიანის პროვინციას შორის გაფორმებულ მემორანდუმში ასახული პირობებისა და ვალდებულებების განხორციელების მიზნით, 27-28 დეკემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს ჩინეთის დელეგაცია ეწვია, რომელსაც რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და სენაკის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა უმასპინძლეს. ჩინელი ინვესტორების მთავარ ინტერსს რეგიონის აგრობიზნესში ინვესტირება და საექსპორტო პროდუქციის დამზადება-რეალიზაცია წარმოადგენს. საინვესტიციო ტურის ფარგლებში, დელეგაციამ ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ჩაის, თხილის, კივის, მოცვის, სასათბურე, მეფრინველეობისა და მეთევზეობის მეურნეობები დაათვალიერეს. სამაცივრე მეურნეობის განვითარების კუთხით, ინვესტორების ყურადღების ცენტრში, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც მოექცა. ცაიშის სასათბურე მეურნეობის დათვალიერების შემდეგ კი ჩინელმა ინვესტორებმა ყურადღება გაამახვილეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისას იმ ბუნებრივ შესაძლებლობებზე და შედარებით უპირატესობებზე, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ინვესტორებს სთავაზობს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო