სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია ფილმის ჩვენებას დაესწრო

2019-03-31 18:58:00

ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ჟურნალისტ ირაკლი შონიას დოკუმენტური ფილმის ,,გზა თავისუფლებისკენ” ჩვენება გაიმართა, რომელიც საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ეძღვნება. ფილმის ჩვენებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მისი მოადგილეები, ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია, სასულიერო პირები და პირველი პრეზიდენტის თანამოაზრეები დაესწრნენ. ფილმის დასასრულს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სასულიერო პირებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. „გილოცავთ ჩვენი პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს! მისალოცია, რომ ჩვენ გვხვდა წილად საქართველოს თავისუფლების გარიჟრაჟზე გვყოლოდა, სწორედ ისეთი პრეზიდენტი, როგორიც ბატონი ზვიად გამსახურდიაა. ჩვენ ამ ფილმში ვიხილეთ ძალიან მძიმე კადრები, პირველი პრეზიდენტის ცხოვრებიდან, თუმცა როგორც ბატონი ზვიადი ბრძანებდა, სწორედ ეს გზა იყო საქართველოს გზა და პირადად მისი გზაც! სწორედ მისი ხსოვნის პატივსაცემად ჩვენ მოვალენი ვართ აღვასრულეთ მისი ნაანდერძევი და დამოუკიდებელი, ერთიანი საქართველო გადავაბაროთ ჩვენს მომავალ თაობებს! თითოეული მოქალაქე ვალდებულია, პატივი მიაგოს ჩვენი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს. ბატონი ზვიად გამსახურდიას პატივისცემა, ჩვენი მომავალი თაობებისათვის იქნება, სახელმწიფოებრივი ინსტიტუციებისადმი პატივისცემის მაგალითი, რაზეც უნდა აშენდეს დემოკრატიული, წარმატებული სახელმწიფო“ - განაცხადა ფილმის ჩვენებს შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა. ,,შეუფასებელია ზვიად გამსახურდიას ღვაწლი საქართველოს ისტორიაში. საოცარია მისი განვლილი ცხოვრების გზა, კაცთმოყვარეობა და შორსმჭვრეტელობა. მე ამაყი ვარ დღეს, რომ ვარ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლის პირველი პრეზიდენტიც ზვიად გამსახურდია იყო“-აღნიშნა შეხვედრაზე ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო