სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელიამ რეგიონის მერებს და სოფლის რწმუნებულებს თხილის დაცვის პროგრამა გააცნო

2019-02-21 14:32:00

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი თოდუასთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მათ წარმომადგენლებს „თხილის დაცვის პროგრამა“ გააცნეს.

შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონში თხილის სექტორში არსებულ ვითარებაზე,  სახელმწიფო პროგრამასა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, მისი განმარტებით კარდაკარის პრინციპით აქტიურად გაგრძელდება მოსახლეობისთვის პრაქტიკული სამუშაოების გაცნობა. ალექსანდრე მოწერელიამ, სოფლის რწმუნებულებთან შეხვედრაზე  „თხილის დაცვის პროგრამა“-ში  ჩართვასა და მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებაზე ისაუბრა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „თხილის დაცვის პროგრამაზე“ დარგის წარმომადგენლებთან და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, წლის დასაწყისიდან მუშაობს, ასოციაცია 8000-მდე წევრს აერთიანებს. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს და ასოციაციის მონაწილეობით, შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებების გეგმაა, რომელიც მეთხილე ფერმერებს საშუალებას მისცემს თხილის დაცვის და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღების მიზნით, მავნებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ დროულად და ეფექტიანად ჩაატარონ აგროსამუშაოები, რათა თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი.

ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო შეისყიდის და ასოციაციას გადასცეს 2000 ერთეულ მაღალი ეფექტურობის შესაწამლ აპარატს და უსაფრთხოების საშუალებებს; ასოციაციის ჩართულობით უზრუნველყოფს საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას და აგროკონსულტანტების მომსახურებას ფერმერთა ჯგუფებისთვის.

თავის მხრივ მეთხილეთა ასოციაცია, ასოციაციის წევრებს სთავაზობს შეღავათებს მომსახურებაზე: ნიადაგის გამოკვლევა, თხილის მოვლა-მოყვანისთვის აუცილებელი ტექნიკის გამოყენება, მოსავლის შრობა, სასუქებისა და პესტიციდების შესაძენად აგროკრედიტებზე ხელმისაწვდომობა.

შეხვედრას, რეგიონის მერები, სოფლის რწმუნებულები, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო