სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

სახელმწიფო რმუნებული ჩხოროწყუს პირველს სკოლაში არსებულ ვითარებას გაეცნო და პირველი პრეზიდენტის თანამოაზრეებს შეხვდა

2019-02-18 19:35:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებების და პრობლემების შესწავლას აქტიურად აგრძელებს. ალექსანდრე მოწერელია ამჯერად  ჩხოროწყუს პირველ საჯარო სკოლაში არსებულ ვითარებას გაეცნო. გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული სკოლა რეაბილიტაციას საჭიროებს. სახელმწიფო რწმუნებული სკოლის პედაგოგებს აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.

ჩხოროწყუში ყოფნის დროს ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამოაზრეებს შეხვდა. ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, მან ზვიად გამსახურდიას მომხრეებისგან პრობლემებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას 80 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნა რეგიონში სათანადოდ უნდა მოხდეს. ალექსანდრე მოწერელიას გადაწყვეტილებით, ამ საკითხს კურირებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილელაშა გვასალია გაუწევს. პირველი პრეზიდენტის მომხდრეებმა ალექსანრე მოწერელიას მადლობა გადაუხადეს, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ადგილას, მისი ხსოვნის მემორიალური სახლ-მუზეუმის მოწყობის გადაწყვეტილების მიღების გამო.

შეხვედრის დასრულების შემგედ სახელმწიფო რწმუნებულმა ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაათვალიერა.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2019 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13141516171819
202122
23
242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო