სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზედაეწერის ყოფილი კოლეჯის შენობაში მეთხილე ფერმერებისთვის სწავლებები ჩატარდება

2019-02-17 11:51:00

„თხილის დაცვის პროგრამის“ ფარგლებში, ზედაეწერის ყოფილი კოლეჯის შენობაში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის სწავლებებს და შეხვედრებს ჩაატარებს.

გადაწყვეტილება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა კოლეჯის ყოფილი შენობის დათვალიერების შემდეგ მიიღო. ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის ყოფილი სასწავლებელი, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი თოდუასთან ერთად დაათვალიერა.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ზედაეწერის ყოფილი კოლეჯის შენობას, რომელიც მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, დროული მიხედვა სჭირდება, რისთვისაც კომპლექსის განვითარებაზე  სხვადასხვა წინადადებების განხილვა უნდა მოხდეს. თუმცა მანამდე არსებულ შენობაში, „თხილის დაცვის პროგრამის“ ფარგლებში  მეთხილე ფერმერების სწავლებები გაიმართება.

„თხილის დაცვის პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფოს და ასოციაციის მონაწილეობით, შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებების გეგმაა, რომელიც მეთხილე ფერმერებს საშუალებას მისცემს თხილის დაცვის და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღების მიზნით, მავნებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ დროულად და ეფექტიანად ჩაატარონ აგროსამუშაოები, რათა თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი.

ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო შეისყიდის და ასოციაციას გადასცეს 2000 ერთეულ მაღალი ეფექტურობის შესაწამლ აპარატს და უსაფრთხოების საშუალებებს; ასოციაციის ჩართულობით უზრუნველყოფს საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას და აგროკონსულტანტების მომსახურებას ფერმერთა ჯგუფებისთვის.

თავის მხრივ მეთხილეთა ასოციაცია, ორგანიზაციის  წევრებს სთავაზობს შეღავათებს მომსახურებაზე: ნიადაგის გამოკვლევა, თხილის მოვლა-მოყვანისთვის აუცილებელი ტექნიკის გამოყენება, მოსავლის შრობა, სასუქებისა და პესტიციდების შესაძენად აგროკრედიტებზე ხელმისაწვდომობა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო