სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში ახალი ბრენდული სასტუმროს პროექტი არქიტექტორებს გააცნეს

2019-01-29 16:02:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, დეველოპერულმა კომპანია „m²“-მა ადგილობრივ არქიტექტორებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ზუგდიდის ცენტრში ბრენდული სასტუმროს მშენებლობის პროექტი გააცნო. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ოთხვარსკვლავიანი, 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, დღევანდელი ყინულის სასახლის ტერიტორიაზე იგეგმება,  წარმოდგენილი პროექტი არქიტექტორებმა მოიწონეს და განაცხადეს, რომ ის არსებულ ლანდშაფტს ერწყმის, მათივე განმარტებით, ყინულის სასახლე ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მისი გადატანა კარგი გადაწყვეტილებაა.

ყინულის სასახლის გადატანა ე.წ. კომკავშირის ყოფილი პარკის ტერიტორიაზე იგეგმება, სადაც სპორტული კომპლექსის და ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობაა გადაწყვეტილი. ყინულის სასახლის გადატანის და მონტაჟის სამუშაოებს თავად სასტუმროს მშენებელი კომპანია მოახდენს. ყინულის სასახლის გასაბერ კონსტრუქციას 2 წელიწადში ექსპლუატაციის ვადა გასდის, ამიტომაც მისი მოწყობა ე.წ. „სენდვიჩ პანელებით“ მოხდება, რაც ყინულის მოედნის შენახვას გააიაფებს.

სამშენებლო კომპანია „m²“-ის წარმომადგენლებმა, დღეს გამართულ შეხვედრაზე, სოხუმის ქუჩაზე მდებარე ყოფილი პროფესიული სასწავლებლის აღდგენაზეც ისაუბრეს, სადაც ძირითადად კულინარიასა და მომსახურეობის სფეროში მსურველთა სწავლება და  გადამზადება მოხდება.

მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გეგმა, სასტუმროს ოპერირებისთვის 200-ზე მეტი სამუშაო ადგილია განსაზღვრული.  კომპანიამ სასტუმროს კონცეფციის საჯარო პრეზენტაცია გასული წლის 25 ნოემბერს სკეიტ პარკის ტერიტორიაზე გამართა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო