სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია ფოთში ხელოვანების პრობლემებს გაეცნო

2019-01-25 10:49:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებების და პრობლემების შესწავლას აქტიურად აგრძელებს. ალექსანდრე მოწერელია ამჯერად ფოთში სახელოვნებო ცენტრთან არსებული სამხატვრო სასწავლებლის და საგამოფენო დარბაზის თანამშრომლებს, ფოთის მერის მოადგილეებთან ერთად შეხვდა.

სახელმწიფო რწმუნებულმა, სამხატვრო სასწავლებელში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია თავად  მასწავლებლებისგან მიიღო და დახმარებას დაჰპირდა. ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით მეტი ხელშეწყობა და მუშაობაა საჭირო.

სახელმწიფო რწმუნებული ხელოვანებს სხვადასხვა გამოფენებში, მათი ნამუშევრების წარდგენასა და პოპულარიზაციაში ხელშეწყობას შეჰპირდა.

დღესვე, ალექსანდრე მოწერელია ფოთში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამოაზრეებს შეხვდა. სახელოვნებო ცენტრის დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, მან ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეებისგან პრობლემებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო. სახელმწიფო რწმუნებულმა  შეხვედრაზე შეკრებილებს, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ადგილას, მისი ხსოვნის მემორიალური სახლ-მუზეუმის მოწყობის ინიციატივა გააცნო. 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო