სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აბასთუმანში სოფლის მხარადჭერის პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტების შერჩევას ალექსანდრე მოწერელია დაესწრო

2019-01-18 11:21:00

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად მოსახლეობასთან სოფლის კრებები და კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. პრიორიტეტების შერჩევის პროცესს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, მზია გიორგობიანთან ერთად გაეცნო.

 

მოქალაქეებმა ფარული კენჭისყრის პრინციპით პრიორიტეტული პროექტები თავად შეარჩიეს. აბასთუმანში მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა: თათარიშვილის ქუჩაზე წყლის სისტემის დაქსელვას და საბავშვო ბაღის საძინებელი ოთახის კეთილმოწყობას.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აბასთუმანში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობისგან მიიღო. ალექსანდრე მოწერელიამ მოქალაქეებს ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და ამავდროულად პრაქტიკული რჩევები გაუზიარა.

  

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისმინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა მნიშვნელოვანია, რადგან სოფელში არსებული პრობლემების გადაწყვეტის საშუალება და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა თავად ადგილობრივ მოსახლეობას აქვთ.

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო