სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია ფოთის სამკერვალო ფაბრიკას ეწვია

2018-12-20 17:59:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ფოთის სამკერვალო ფაბრიკა "აჭარა ტექსტილი" დაათვალიერა, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში, პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" - ფარგლებში გაიხსნა და საექსპორტო სპორტულ სამოსს აწარმოებს. ამჟამად, ფაბრიკაში სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 900-მდე მოქალაქეა დასაქმებული. როგორც საწარმოს წარმომადგენელმა აღნიშნა, სულ 3000-მდე ადამიანის დასაქმება შეუძლიათ, რომლებიც, თავდაპირველად, სპეციალურ კურსებს თურქი სპეციალისტების დახმარებით გაივლიან. დასაქმებულების ტრანსპორტირებას ორგანიზაცია უზრუნველყოფს.

სამკერვალო ფაბრიკა დღეში 20 ათასამდე ერთეულ სპორტულ სამოსს აწარმოებს. პროდუქცია საერთაშორისო ბრენდების დაკვეთით იკერება და მისი რეალიზაცია ამერიკის, ჩინეთისა და ევროპის ბაზარზე ხდება.

ფაბრიკაში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინვესტიცია 25 მილიონ ლარს აღემატება. აღსანიშნავია, რომ ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებს სწორედ "აჭარა ტექსტილის" მიერ შეკერილი ფორმა აცვია, წარწერით "Made in Georgia".

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო