სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

სოფელ საჩინოში გზის საფარის პროექტის ტენდერი გამოცხადდა

2018-10-11 19:01:00

ამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მოადგილესთან - კობა ქანთარიასთან ერთად, წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოს ესტუმრა. გუბერნატორმა ადგილობრივ მოსახლეობას გზის საფარზე პროექტის შესყიდვის ტენდერის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ალექსანდრე მოწერელიას სოფლის მცხოვრებლებმა სასმელი წყლისა და წინაპართაგან მიღებული მიწების პრივატიზებისათვის საჭირო დოკუმენტაციის უქონლობით განპირობებული პრობლემები გააცნეს. მოსახლეობამ სოფელ მუჟავაში ტურიზმის განვითარების მიმართულებით ინიცირებულ პროექტზეც ისაუბრა და გუბერნატორს სოფლის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში ხელშეწყობა სთხოვა.
"მინდა, სუფთა ფურცლით დავიწყოთ თანამშრომლობა. მე თქვენ არასდროს დაგპირდებით იმას, რასაც ვერ შევძლებ. გზის საფარის დაგებით საჩინოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გადაიჭრება. მზად ვარ, სოფელ მუჟავის მაგალითზე, თქვენ სოფელში მცხოვრები პროგრესულად მოაზროვნე აქტიური ახალგაზრდებისგან სოფლის განვითარების გეგმის შესახებ მოვისმინო. აქვე, უფროს თაობას, აგრონომებს, გთხოვთ, ჩაერთოთ ფერმერულ საქმიანობაში და თქვენი გამოცდილება ახალგაზრდებსაც გაუზიაროთ“, - განაცხადა შეხვედრაზე ალექსანდრე მოწერელიამ. 
გუბერნატორმა ადგილობრივ მოსახლეობას ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2019 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს სოფლის კრების უკვე არსებული პრაქტიკით ხელმძღვანელობის შესაძლებლობა დაუბრუნდებათ.

 
 

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2018 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
10
11
1213141516
17181920212223
24252627282930
31      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო