სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია სოფლების წარმომადგენლებს შეხვდა

2018-09-28 13:58:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. თითოეულმა წარმომადგენელმა შეხვედრაზე იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა ნაწილი უკვე განხორციელდა, ხოლო ნაწილი გარკვეული მიზეზებით შეფერხდა. სოფლებში გზის საფარის, სანიაღვრე და წყალსაწრეტი არხების, სკოლებსა და საბავშვო ბაღების პრობლემა გამოიკვეთა. საუბარი ასევე შეეხო კოოპერატივების ბალანსზე არსებულ ძველ, ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ნაგებობებსაც, სადაც ამბულატორია, საჯარო ბიბლიოთეკა და ზოგან, საბავშვო ბაღებია განთავსებული. სოფლის წარმომადგენლებმა ინერტული მასალის ადგილობრივად მოპოვების შესაძლებლობასაც გაუსვეს ხაზი, რაც მხოლოდ ლიცენზირებულ კომპანიებს შეუძლიათ და მისი შეძენა მუნიციპალიტეტს გაძვირებული სახით უწევთ. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ჩაშლილი ტენდერების თემაც, რის გამოც პროექტების განხორციელება წლობით ვერ ხერხდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, თითოეული პრობლემა გადაიჭრება ეტაპობრივად. ,,მინდა მადლობა გადაგიხადოთ ღია საუბრებისათვის. ჩვენ შევისწავლეთ რამდენიმე სოფელი, თუმცა, ვხედავ, რომ უამრავი პრობლემაა და მინდა, ვითანამშრომლოთ თითოეული მათგანის გადაჭრის მიზნით. ეს ერთბაშად ვერ მოხერხდება, თუმცა პრიორიტეტულ საკითხებად დავყოფთ და ეტაპობრივად შევძლებთ დაბრკოლებების დაძლევას“. - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
გუბერნატორი, რეგიონის მასშტაბით, შეხვედრებს ატარებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და მოსახლეობასთან. შეხვედრების მიზანია რეგიონის პრობლემების იდენტიფიცირება, მათ გადასაჭრელად სამოქმედო გეგმის დასახვა და განხორციელება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222325262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო