სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სოფელ ლესიჭინეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

2018-09-17 22:22:00

  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას დაესწრო. ცენტრი რეგიონში რიგით მე-6, საქართველოში კი - 56-ეა. ის, დღეს, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრი ლესიჭინესა და მის მიმდებარე 7 სოფელში (ქვედა ჩხოროწყუ, ახუთი, კირცხი, ხიბულა, ზანა, უშაფათი და ფოცხო) მცხოვრებ 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება. მისი საშუალებით ადგილობრივი მოსახლეობა სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლებს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისით. ახლადგახსნილი ცენტრი მომხმარებელს გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს. საზოგადოებრივ ცენტრში მოეწყო უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონული წიგნები და ბეჭდური გამოცემები იქნება დაცული. ცენტრში, ასევე, შესაძლებელია უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით სარგებლობა. ხელმისაწვდომია კომპანია „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რომელთა ოფისებიც აქამდე სოფელში არ იყო. საზოგადოებრივ ცენტრში დღესვე გაიმართა გამოფენა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა, სტუმრებმა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული, 1918-21 წლების ამსახველი ისტორიული ფოტო და დოკუმენტური მასალები დაათვალიერეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო