სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ეკლესიის კედლის მხატვრობის პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა

2018-07-30 10:41:00

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის ჩრდილოეთ მკლავისა და ჩრდილო-დასავლეთ მკლავებს შორის სივრცის XIV-XVII საუკუნეების მხატვრობაზე საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.

ფიზიკური სამუშაოები, რომელთა ჩატარების აუცილებლობა სახურავიდან ჩამომავალი წყალით დაზიანებულმა კედლის მხატვრობამ განაპირობა, ტაძრის ჩრდილოეთი მკლავისა და გუმბათქვეშა საყრდენი სვეტების ზედა ორ რეგისტრებზე სარესტავრაციო -საკონსერვაციო პროცესს ითვალისწინებდა. პირველი ეტაპით განსაზღვრულმა კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოებმა პილიასტრების რეგისტრებიც მოიცვა. 


მხატვრობის დაზიანებული სეგმენტების ქიმები, ბზარები და ნაკლული ადგილები ავთენტური მასალით შეივსო. წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით, რესტავრატორთა ჯგუფმა ფრესკების კონსერვაციისას კირ-კვარცის ქვიშის ხსნარითა და ე.წ. იაპონური ქაღალდით ისარგებლა. სათანადო ხსნარების ინექტირების გზით აღდგა კედლის მხატვრობის გამოფუყული ადგილები. 


ტაძრის ინტერიერში საკონსერვაციო სამუშაოებს რესტავრატორთა ჯგუფი მხატვარ-რესტავრატორ მერაბ ბუჩუკურის ხელმძღვანელობით ახორციელებს. 
* ფერიცვალების სახელობის ტაძარი გამორჩეულია თავისი მოხატულობით. ინერიერში არსებული წარწერის მეცნიერული შესწავლის საფუძველზე მარი ბროსე ტაძრის არქიტექტურასა და მხატვრობას XIV საუკუნის ბოლო პერიოდს მიაკუთვნებდა. ექვთიმე თაყაიშვილი ტაძარს არაუგვიანეს X-XI საუკუნის ნაგებობად მიიჩნევდა , ხოლო მის კედლის მხატვრობას კი XIV საუკუნით ათარიღებდა. არსებული ცნობების მიხედვით, ფერიცვალების სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის გარკვეული ნაწილი XVII საუკუნეში გადაიწერა. 


დასავლეთ კედელზე გამოსახულია „ჯვარცმა“ აღმოსავლეთ კედელზე „ჯოჯოხეთის წარმოსტყვევნა“, ხოლო ჩრდილოეთ კედელზე „მენელსაცხებლე დედანი მაცხოვრის საფლავზე“. ტაძრის პილიასტრზე გამოსახულია მედალიონები წმინდანების გამოსახულებით. ჩრდილოეთ კედლის ქვედა რეგისტრზე გამოსახულია „თომას ურწმუნობა“. აღმოსავლეთ კედელზე მოხატულობა ძალზედ დაზიანებულია, ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში სილუეტურად ჩანს „ლაზარეს აღდგინება“. 

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2020 >
MonTueWedThuFriSatSun
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
29
30    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო