სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

ჭუბერში პანელური ხიდის მშენებლობა დღეს დასრულდება

2018-07-10 16:01:00

ჭუბერში აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში 60-ზე ეტი სამშენებლო ტექნიკა მუშაობს. დღის ბოლომდე დასრულდება პანელური ხიდის აწყობა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ნენსკრას მარცხენა მხარეს მძიმე ტექნიკის გადაყვანა. მძიმე ტექნიკა მუშაობს ალტერნატიულ შემოვლითი გზის გაყვანაზეც. სპეციალური სანათების საშუალებებით ტექნიკის ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობს.

ჭუბერში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებსა და ჰუმანიტარული ტვირთის დარგების პროცესში იღებენ მონაწილეობას.

სტიქიით დაზარალებულებთან ერთად საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები ჭუბერის თემის ყველა მოსახლეს ურიგდება.

სტიქიის ზონაში, იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობენ, ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გაადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ინფრასტრუქურის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები.

 

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< July 2018 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო