სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხელისუფლება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე მუშაობს

2014-10-19 20:42:00

სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში უკვე ითვლინ. მესტიის, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამდგენი კომისიები მუშაობენ. უხვმა ნალექმა და ადიდებულმა მდინარეებმა რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. სტიქიამ ძირითადად ინფრასტრუქტურული ობიექტები დააზიანა. წყალდიდობის შედეგად დატბორილი და განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანებულია ხიდ-ბოგირები, ცენტრალური მაგისტრალები და შიდა გზები, მდინარეების, ჭანისწყალისა და ხობისწყალის ადიდების შედეგად მორღვეულია ნაპირსამაგრი ნაგებობები, მორყეულია ხიდის ბურჯები, რის გამოც აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ადიდებულმა მდინარემ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძებიც წაიღო.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიას დილის 4 საათიდან ებრძვიან. სტიქიის ზონაში დილიდან მუშაობდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით გოგუა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა და დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილემ, კობა ქანთარიამ, რომელმაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაზარალებული გერსამიებისა და მამფორიების ოჯახები მოინახულა. კობა ქანთარიას განცხადებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის გეოლოგები ამჟამად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მუშაობენ და სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების შესწავლას ახორციელებენ. მისივე განცხადებით, რეგიონში არსებული ვითარება სრულ კონტროლს ექვემდებარება და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
ზუგდიდი-ჩხოროწყუს ავტომაგისტრალის 24-ე კილომეტრზე, მდინარე ჭანისწყალზე არსებულ ხიდზე გადაადგილება რამდენიმე საათის განმავლობაში შეზღუდული იყო. აღდგენითი სამუშაოების ჩატარების შედეგად მოძრაობა ამ დროისათვის განახლებულია. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში, კირცხში, ლეწურწუმეში, ნაფიჩხოვოში, მუხურსა და ხაბუმეში დაზიანებულია შიდა საუბნო გზები, მილხიდები და საცხოვრებელი სახლების სახურავები. ამავე მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალის ადიდების შედეგად წაღებულია ნაპირსამაგრი ჯებირები, მიწაყრილები, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი 5 ბოძი, რის შედეგადაც სოფლების, კირცხის, ლეწურწუმესა და ლესიჭინეს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. დატბორილია დაახლოებით 35 ჰექტარი საყანე ფართობები.
სტიქიამ პრობლემები მარტვილის მუნიციპალიტეტშიც შექმნა. სოფელ ტალერში, მდინარე ტეხურაზე არსებული ხიდის დამცავი 100-მეტრიანი გაბიონი წყალმა მთლიანად წაიღო, რის შედეგადაც კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ სრულად დატბორა მიმდებარე ტერიტორია და წაიღო 3 მაღალი ძაბვის ბოძი. სოფელ სალხინოში ახალაშენებულ ხიდს მოანგრია ნაპირდამცავი ნაგებობა, ჩამოშალა მიწის ნაწილი და შეარყია ხიდის ბურჯები. მარტვილის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ინჩხიაზე არსებულ ხიდთან ჩაქცეულია მიწის გარკვეული ნაწილი.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარჯაშთან ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 8 საათის განმავლობაში პარალიზებული იყო საავტომობილო მიმოსვლა ზუგდიდი-მესტიის მიმართულებით. ამ დროისათვის მოძრაობა აღდგენილია. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სოფელ ჭუბერსა და უშგულში, სადაც ადიდებულმა მდინარეებმა სამანქანო ხიდი, სავალი გზის ნაწილი და ხის ხიდბოგირები წალეკეს.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ წუთებშიც მუშაობენ. ძველ ხიბულასა და ახალ ხიბულას შორის დამაკავშირებელ ხიდზე ამ დროისათვის მოძრაობა შეჩერებულია. ადიდებულმა მდინარე ჭანისწყალმა ხიდს მარჯვენა სანაპირო ბურჯი გამოაცალა და რკინის კონსტრუქციის ნაგებობა მიწაში ჩაიტანა. წყალდიდობამ ზიანი მიაყენა სოფელ ქარიატასა და ხორგის მოსახლეობასაც. ამ სოფლებში დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
უხვი ნალექის შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც. სოფელ ჭალეში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად შიდა საუბნო გზებზე შეფერხებულია მოძრაობა. ამავე სოფელში წყალმა ღელეს კალაპოტი გაარღვია და 10 მეტრიანი ჯებირი დააზიანა. მუჟავაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად კი დაზიანებულია ხიდბოგირები და შიდა გზებზე შეფერხებულია მოძრაობა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო