სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა მარტვილში პოლიტიკური განცხადებები გააკეთა

2014-10-18 18:19:00

მე და ჩემი გუნდი არ მივიღებთ არც ერთ სიტყვას ადამიანისგან, რომელიც იყო დანაშაულებრივი სისტემის, ადამიანების გატაცებების, წამების, გაუპატიურების და მკვლელობების მთავარი შემოქმედი და დღეს ბრალდებულია ძალიან მძიმე დანაშაულებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ ბანძაში, მოსახლეობასთან საუბრისას განაცხადა. პრემიერმა მოსახლეობისთვის განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის შემაშფოთებელი იყო აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებაზე საუბარი, რადგან ეს პრაქტიკულად ანექსიას ნიშნავდა.
"მე ვთქვი, რომ ეს არის შემაშფოთებელი და დაუშვებელი. ჩვენ ძალიან მკაცრი შეფასება გავაკეთეთ ამის თაობაზე. ჩემს მიერ ნახსენები ე.წ თვითგამორკვევის ტერმინი, ვითომ ვერ გაიგო სააკაშვილმა, რომლისგანაც მომდინარეობდა მთელი ის საშინელება, რაც ხდებოდა საქართველოში და მას მიეცა სპეკულაციის საგანი. თვითგამორკვევა არის ჩვენი ქვეყნის ფარგლებში. ეს გულისხმობს იმას, რომ აფხაზებს ყოველთვის ჰქონდათ ავტონომია და ჩვენ ვთავაზობთ ავტონომიას. ჩემი ნათქვამი გამგებმა კარგად გაიგო და ვერ გაიგო პროვოკატორმა და ავანტიურისტმა, რომელმაც დაგვაკარგინა კოდორი, უამრავი ტერიტორია, რომლის გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი იყო 2008 წლის ომი და რომელმაც განაპირობა აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარება რუსეთის მხრიდან. სწორედ ეს არის სააკაშვილი. ჩვენ, საუბედუროდ, გვიწევს სააკაშვილის მძიმე მემკვიდრეობის და მის მიერ დაშვებული უმძიმესი შეცდომების გამოსწორება. მისი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია ის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და აღიარებული რუსეთის მიერ. ჩვენი მთავრობის დამსახურებაა, რომ ორმა სახელმწიფომ უკან წაიღო ეს აღიარება, მაშინ, როდესაც სააკაშვილის დროს ხუთმა სახელმწიფომ აღიარა. დღეს გამოდის და საუბრობს ავანტიურისტი კაცი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია, რეალურად დაანგრია ქვეყანა",- განაცხადა პრემიერმა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22
23
2425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო