სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

26 მაისი სამეგრელო-ზემო სვანეთში [პროგრამა]

2018-05-22 21:49:00

26 მაისი სამეგრელო-ზემო სვანეთში [პროგრამა]

ზუგდიდი
► 10:00 საათიდან - სამხედრო ტექნიკის გამოფენა
► 11:00 - 20:00 - მწვანე სივრცე [ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, ბოტანიკური ბაღის სივრცე]
► 11:00 - 20:00 წიგნების სივრცე [წიგნადი ფონდის გამოფენა, შემეცნებითი თამაშები, ბიბლიოთეკა ბავშვებისთვის, გამომცემლობების სტენდები, ტურიზმის სტენდი, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის კუთხე, „ცოცხალი წიგნები“ - ავტორები: ზაალ ქორთუა, კოტე ჭილაია, ნონა ციმინტია, ნინო ფიფია, ნესტან ფიფია, ჯამბულ ნაჭყებია]
► 11:00 - 20:00 ხელოვნების სივრცე [ნახატების გამოფენა, პლენერი]
► 11:00 - 20:00 ისტორიული ფოტოების გამოფენა [გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ძველი ზუგდიდის ფოტოები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საგანძურის ამსახველი ფოტომასალა, პილონებზე გაცოცხლდება ძველი ზუგდიდი]
► 12:00-17:00 - ხალხური ანსამბლების კონცერტები [ატრიუმის წინ]
► 11:00 - 17:00 საბავშვო სივრცე [ბავშვთა გასართობი სივრცე, ანიმატორები, საბავშვო ქოხი, ბატუტი, მაკდონალდსის სივრცე, წარმატებული ზუგდიდიელი დიზაინერის სოფიო ხარჩილავას საბავშვო კოსტიუმების ჩვენება]
► 12:00 – 17:00 - საბავშვო სცენა [საბავშვო ანსამბლებისა და ბენდების კონცერტები]
► 14:30 თეატრალური მსვლელობა დადიანების შესასვლელიდან ბულვარის ორივე მხარეს
► 15:30 - თეატრალიზებული სანახაობა ზუგდიდის ისტორიულ სახლთან [1918 წლის 26 მაისის ისტორიულ სცენებს შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო დარამატული თეატრი გააცოცხლებს]
► 11:00 - 20:00 ეთნოსივრცე [მეთუნის მასტერკლასები, ხეზე და ქვაზე მუშაობის მასტერკლასი, ეთნოგრაფიული მასალების გამოფენა, უნიკალური მეგრული ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოების გამოფენა, მეღვინეობა "ხარებას" სტენდი,სანელებლების გამოფენა-გაყიდვა, მეთევზის კუთხე]
► 12 საათიდან - მეგრული სამზარეულოს მასტერკლასები [მივიწყებული მეგრული კერძების მომზადება: ჩემქვა, დადიანური, ჭაბულია, ლეჭკერე] 
► 11:00 - 20:00 ფერმერების სივრცე [მარწყვის,სუბლიმირებული ხილის, თხილის, თაფლის, მეგრული არაყის, ღვინოს, ყველის საგამოფენო სივრცეები]
► 11:00 - 20:00 ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
► 11:00 - 20:00 სპორტის მუზეუმი ღია ცის ქვეშ [გამოფენილი იქნება 100 წლის განმავლობაში სპორტის სხვადასხვა სახეობებში ზუგდიდელების მიერ მიღებული სხვადასხვა ჯილდოები]
► 11:00 – 20:00 სპორტული აქტივობები [ძიუდო, ჭიდაობა, კარატე-დო, ტანვარჯიში, ჭადრაკი, ძალოსნობა, ფეხბურთი, რაგბი, ნარდი, გრიხთბოლი, მაგიდის ჩოგბურთი, მკლავჭიდი]
► 11:00 - 20:00 გასტრონომიული სივრცეები [ხუთ ლოკაციაზე განთავსდება ღია კაფეები, რესტორნები და ბარები - წარმოდგენილი იქნება კაფე "დელექტო", "დიარონი", "ჰიუგოს ტავერნა", "დიადემა“, „ელბარკო“]
► 17:10- პირდაპირი ტრანსლირება -საქართველოს ჰიმნი, ანსამბლი ,,ოდოია“;
► 19:30 გალა კონცერტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებები - ზუგდიდი თავისუფლების მოედანი 11 საათიდან

► ზუგდიდის მთავარ მოედანზე გაცოცხლდება 2 განსხვავებული ეპოქა: დამოუკიდებელი საქართველო 100 წლის წინ და 100 წლის შემდეგ.
► ისტორიულ ზონაში მოეწყობა:
● არტ კაფე;
● რეტრო ფოტო ზონა ;
● საქართველოში პირველი მანქანის მაკეტი;
● ლოტოს გათამაშება;
● 1918-1921 წწ. მოვლენების ამსახველი დოკუმენტების მუზეუმი;
● ღია კინოთეატრი, სადაც ნაჩვენები იქნება შინაგან საქმითა სამინისტროს არქივში დამზადებული დოკუმენტური ფილმები, ხოლო, ბავშვებისთვის მულტფილმები.
► თანამედროვე ზონაში მოეწყობა:
● იმიტირებული საგამოცდო მოედანი (მომსახურების სააგენტო) – 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, ველოსიპედის მართვის უფლების მოსაპოვებლად, სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაუტარდებათ;
● ,,კოსმოსური ხომალდი“ (112) – მოზარდები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას;
საბავშვო გასართობი მოედანი (დაცვის პოლიცია) – ბავშვებისთვის სხვადასხვა საინტერესო თამაშები, შეჯიბრი (სახლი ლაბირინთი, სადაც ბავშვებს დამალული ნივთი უნდა მოეძებნათ) და
● კონკურსები გაიმართება;
● სახის მოხატვა;
► ზუგდიდის ტექნოპარკის აქტივობები- ლეგორობოტიქსის და little bits ვორქშოფები, 3 D პრინტერის გამოყენების ტექნიკა,
► გამოფენილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკა:
● საპატრულო პოლიციის მანქანა;
● ჯავშანტექნიკა;
● სეგვეი;
● მოტოციკლი;
● ელექტრომობილი;
► დღის განმავლობაში ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეoბით გაიმართება კონცერტები, საღამოს 19:30-დან კი დაიწყება გალაკონცერტი.

ფოთი
► ფოთის ცენტრალურ მოედანზე, თეატრთან გაიმართება შემდეგი სახის ღონისძიებები:
• დღის საკონცერტო პროგრამა / გალა-კონცერტი, ფოიერვერკი.
• საბავშვო გასართობი აქტივობები.
• ღია კინოთეატრი – ანიმაციური და ქართული მხატვრული ფილმების ჩვენებები.
• ინსტალაცია 100 
• გარემოს დაცვის თემატიკით კოსტიუმირებული მსვლელობა
• ცოცხალი ფოტოზონა თეატრალური ელემენტებით
• ისტორიული გამოფენა
• VR-ზონა: დაცული ტერიტორიების ვირტუალური დათვალიერება
• დაცული ტერიტორიების ლანდშაფტების გაცოცხლება
• მცენარეების გამოფენა
• პროფესიული სასწავლებლების გამოფენა
► მოეწყობა ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ წარმოებული სანავიგაციო რუკების და ნიშნების გამოფენა
► მარინისტული გამოფენა-ფოთის შუქურა, 
► 10:00-17:00 - ,,ისტორიის კვალდაკვალ“...-საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი თემატური გამოფენა ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი;
► 10:00-20:00 –ლიტერატურული-მუსიკალური კომპოზიცია ,,დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ“... 
► 10:00-21:00 - ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენები;- პარკის მიმდებარედ;
► 10:00-18:00- საუკუნისწინანდელი ბიბლიოგრაფიული გამოცემების გამოფენა-პრეზენტაცია; საბიბლიოთეკო გაერთიანება; 
► 11:00-11:40- სპორტული პროგრამა (კროსი, ველოგარბენი, სანიჩბოსნო სკოლისა და საიალქნო კლუბის მოსწავლეთა საჩვენებელი გამოსვლა მდ.რიონზე);
► 12:00 – 12:54 – საზეიმო კონცერტი, ფოთის მუნიციპალიტეტში არსებული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლების მონაწილეობით; პირველი ნაწილი
► 13:00-13:40-წლის წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება;
► 14:00 – 14:40 - საზეიმო კონცერტი, ფოთის მუნიციპალიტეტში არსებული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლების მონაწილეობით; მეორე ნაწილი
► 15:30-16:30 -მეკო სტუდია
► 17:10- პირდაპირი ტრანსლირება -საქართველოს ჰიმნი, ანსამბლი ,,ფაზისი“;
► 17:20-18:00 -მეკო სტუდია;
► 19:30 –გალა კონცერტი, ფოიერვერკი;

მესტია
► 12:00 - საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი წირვა, ზარების რეკვა წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში (წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარი)
► 12:30–13:00 ჩოხოსანთა სვლა (სეტის მოედანი)
► 12:00–18:00 ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა (სეტის მოედანი)
► 14:00 - ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი (ღონისძიებას გახსნის „რიჰო“ ჰიმნით)
► 12:30–18:00 სპორტული ღონისძიებები (შეჯიბრება ჭადრაკში, ჭიდაობაში, მკლავჭიდში) - სეტის ცენტრალური სკვერი
► თეატრალური იმპროვიზაციები (სეტის მოედანი)
► 17:00-19:00 გალა კონცერტი (სეტის მოედანი)
► მუსიკალური იმპროვიზაციები ადგილობრივი მომღერლების შესრულებით -დათო ნავერიანი

სენაკი
► 10:00 - სამხედრო ტექნიკის გამოფენა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე (10:00 სთ.)
► 10:00 ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე (გიორგი ნიკოლავას ფოტონამუშევრების გამოფენა, ფოტოგამოფენა ,,დამოუკიდებლობის ქრონიკები 1918-1921“, მერაბ კოსტავას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სახეზე მოხატვა) 
► 12:00 - საზეიმო მსვლელობა 
► 13:00 - ქალაქის ცენტრალურ პარკში მოეწყობა საჩვენებელი სპორტული შეჯიბრებები, ყვავილების ფესტივალი, კულინარიული გამოფენა, ასფალტზე ხატვა, ფლეშმობი 
► 15:00 - ფილმი ,,ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენება და დისკუსია 
► 18:00 - ქორეოგრაფიული კონცერტი ჟ. შარტავას ბიუსტის მიმდებარე ტერიტორიაზე 
► 20:00 - კლასიკური მუსიკის გალა-კონცერტი თეატრალურ მოედანზე ღია ცის ქვეშ 
► 22:00 - ფონდში დაცული თემატური ნამუშევრების გამოფენა და შემაჯამებელი პრეზენტაცია ,,დამოუკიდებლობის საუკუნე“ სამხატვრო გალერეაში 

ხობი
► 10.00 -დან ,,საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ‘’ თემატური გამოფენები მუნიციპალიტეტის მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში.
► 16.00 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში. 
► 17.00 - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი .ფოლკლორულ ანსაბლ ,,კოლხეთის“, სახელწიფო ფოლკლორულ ანსამბლ ,,რუსთავისა“ და ჯგუფ ,,ურსას“ მონაწილეობით. 
► 20.00 - ახალგაზრდული კონცერტი .

მარტვილი
► 09:00 საათი – საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში.
► 11:00 საათი – მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტების გვირგვინებით შემკობა.
► 11:15 საათი – მარტვილის ცენტრალურ პარკში, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობა.
► 11: 00 საათიდან მთელი დღის განმავლობაში: 
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული შეჯიბრებები.
► 11:00 - 13:00 – სოფელ სერგიეთში საფეხბურთო სკოლის საწვრთნელ ბაზაზე 10–13 წლის ბავშვების საფეხბურთო ფესტივალი.
► 11:00 საათიდან – ლიტერატურულ–შემეცნებითი კომპოზიცია კულტურის სახლში.
► 12:30 - სახვითი ხელოვნების და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა - კულტურის სახლში;
► 13:00 –მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა.
► 13:00 - „მერაბ კოსტავა“ ლიტერატურული კომპოზიცია – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (საჯარო ბიბლიოთეკა).
► 17:00 – კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების და ანსამბლების მონაწილეობით.

აბაშა
► 10:00 - აბაშის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ჩატარდება საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
► 11:00 - მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება, მოსწავლეთა სასწავლო თემატური კონფერენცია პოლიტიკური მოღვაწის, პუბლიცისტის, მწერლის, მთარგმნელის, საქართველოს დამფუძნებელი კრების ეროვნული საბჭოსა და მისი პრეზიდიუმის წევრის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, გიორგი გვაზავას ეროვნულ- პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ.
მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ფოიეში, მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება ფოტოგამოფენა: ,,ეს ჩემი სამშობლოა“
► 14:00 - კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ფოიეში, ხელოვნების სკოლის მოსწავლეები გამართავენ, ქართული საფორტეპიანო მუსიკისა და სიმღერის კონცერტს. 
► 19:00 - მოეწყობა ეროვნულ სამოსში გამოწყობილთა სადღესასწაულო მსვლელობა და ფლეშმობი ქ. აბაშის ცენტრში. 
► 20:00 - ღია ცის ქვეშ გაიმართება საზეიმო კონცერტი 

წალენჯიხა
► 11:00 ქალაქის მთავარ მოედანზე მოეწყობა ფერწერული ტილოების და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა 
► 13:00 მოედანზე მოეწყობა სპორტული ღონისძიებები- ჭიდაობა, კარატე, მკლავჭიდი, ველორბოლა, ბაგირის გადაწევა, ჭადრაკის ტური. 
► 13:00 მსვლელობა ეროვნული სამოსით 
► 14:00 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები ჩატარდება მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში, ასევე სოფლის და თემების კულტურის სახლებში. 
► 15: 00 კონცერტი 

ჩხოროწყუ
► 11 საათიდან დაიწყება სპორტული ღონისძიებები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, 
► 12:00 - სოფელ ახუთში მერაბ კოსტავას მემორიალის ყვავილებით შემკობა, მისი სახელობის სკვერში ხეების დარგვა, სოფელ ახუთის კულტურის სახლში გაიმართება ღონისძიება, 
► 17:00 საათზე კულტურის სახლის წინ გაიმართება კონცერტი ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით.

100 წელი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან
#26მაისი
#ესდღეჩვენია

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22
23
2425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო