სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ევროპის დღე 2018 - ზუგდიდში

2018-05-19 17:26:00

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით "ევროპის დღე 2018"-ს აღნიშნავს. სკეიტპარკი ერთი დღით „ევროსოფლად“ გადაიქცა, სადაც თითოეულ სტუმარს, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი აქტივობებში ჩართვა შეუძლია.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ევროკავშირის ისტორიას. ასევე, გაიგონ, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის. პარალელურად შექმნილია ბავშვთა გასართობი სივრცეები, სადაც სხვადასხვა წარმოდგენები იმართება.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. "ევროპის დღეები 2018" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გახსნა. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ტურნირი ქუჩის კალათბურთში, რომელშიც მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ, ქალაქის მერმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ მიიღეს.

წლევანდელი ღონისძიების თემაა „ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა“, რომელიც იმ განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს, რომლებსაც ევროკავშირი და ზოგადად ევროპა აერთიანებს. აღნიშნული თემა მიესადაგება ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ წელს, რომელიც 2018 წელს აღინიშნება.

დღეს ევროკავშირი 28 სახელმწიფოს და 508 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს და უკვე 60 წელია ევროპაში მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო