სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

საჯარო დისკუსია - „ღია მმართველობა - სამოქმედო გეგმა 2018-2019“

2018-05-03 16:42:00

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე: „ღია მმართველობა - მიღწევები და გამოწვევები, სამოქმედო გეგმა 2018-2019“.

ღია მმართველობა საქართველოს პრიორიტეტლი მიმართულებები აუდიტორიას, იუსტიციის სამინისტროს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს და USAID-ს წარმომადგენლება გააცნეს.

დისკუსია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და USAID საქართველოს ორგანიზებით მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების უფროსმა ნუგზარ გაბელიამ, ადგილობრივი თვითმმართველობების და არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებმა მიიღეს.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც საერთაშორისო ინიციატივა - ღია მმართველობის პარტნიორობას (Open Government Partnership - OGP) შეუერთდა. დღემდე OGP-ის თავმჯდომარეები იყვნენ ისეთი წარმატებული ქვეყნები, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი. ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნის პოზიციას საქართველო 2018 წლის ოქტომბრამდე დაიკავებს.

საქართველოს მთავრობა ღია მმართველობა საქართველოს მეოთხე, 2018-2019 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმას გლობალურ სამიტზე წარადგენს. აღნიშნული დოკუმენტი სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, მოქალაქეებთან აქტიური კონსულტაციების გზით შემუშავდება. მთავრობისთვის პრიორიტეტია ამ პროცესში საქრთველოს მოქალაქეების მოსაზრებების მოსმენა, მათი იდეების, რეკომენდაციების გაზიარება.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2018 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425
26
27282930

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო