სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სტრატეგია გააცნეს

2018-04-18 15:23:00

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებს და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. 

გიორგი ალიბეგაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, დეპარტამენტის სტრატეგია და სამომავლო გეგმები გააცნო. 

შეხვედრაზე ისაუბრეს, აბრებსა და სარეკლამო ბანერებზე ქართულენოვანი წარწერების მოწესრიგებასთან დაკავშირებით, ერთობლივად გასატარებელ სამუშაოებზე. 

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ყველა დაინტერესებულ პირს, თვითმმართველობების და ბიზნესის წარმომადგენლებს საკონსულტაციო-საინფორმაციო მომსახურებას სთავაზობს. მათ შეუძლიათ მიმართონ სახელმწიფო ენის დეპარტამენტს და შესაბამისი რეკომენდაციები მიიღონ. 

გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, როცა სადავო საკითხი იქნება დასაზუსტებელი, მასში ენათმეცნიერები და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ და მიაწვდიან მოსაზრებას, თუ როგორ უნდა იყოს ინტერპრეტირებული ქართულად, რომელიმე ბრენდი, სასტუმროს დასახელება და ა.შ. 

სამუშაო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია ესწრებოდა.

გიორგი ალიბეგაშვილი, დღესვე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს შეხვდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო