სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

2018-04-04 20:57:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, მოადგილესთან ერთად რეგიონის მერებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეში არსებულ პრობლემებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.

„ყველა პროექტი პირად კონტროლზე აიყვანეთ, სამუშაოები მაქსიმალურად მაღალხარისხიანად  უნდა იყოს ჩატარებული. გთხოვთ, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია გქონდეთ ხალხთან, პირადად მიდით ყველა სოფელში, უბანში, რათა მაქსიმალურად გავიგოთ საჭიროებები და შემდეგ უკვე მათი გადაჭრის გზებზე ვიმუშაოთ. ჩვენ მასიმალურად ვცდილობთ ყველა სოფელს ჰქონდეს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა: გზა, წყალი, ბუნებრივი აირი, ამ მხრივ ძალიან ბევრი გაკეთდა, თუმცა მასშტაბური პრობლემებია და ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. ამიტომაც გთხოვთ რომ მაქსიმალურად შევისწავლოთ ყველა პრობლემა და საჭიროება რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ“ - განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა.

ლევან შონიამ, მერებს ტურისტული სეზონთან დაკავშირებით დასუფთავების სამსახურების 24 საათიანი მუშაობა დაავალა.

„ჩვენი რეგიონის ინტერესი ტურიტებში იზრდება, წელს სამეგრელო-ზემო სვანეთი ბევრად მეტ ტურისტს უმასპინძლებს, ვიდრე გასულ წლებში, ამიტომაც ყველა ტურისტულ მარშუტზე და ლოკაციაზე უნდა იყოს მაქსიმალური სისუფთავე. თუ საჭირო გახდება მოახდინეთ დამატებითი მუშახელის მობილიზება და პირადად გააკონტროლეთ თქვენს მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარება“.

ლევან შონიას ინიციატივით, დედამიწის დღეს, 22 აპრილს დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდება, სადაც მონაწილეობას რეგიონის მასშტაბით 5000-ზე მეტი მოხალისე მიიღებს. დასუფთავდება პრობლემური ლოკაციები, სადაც დასუფთავების სამსახურები ყოველდღიურ მუშაობას ვერ ახერხებენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო