სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდის მოსახლეობას წყალარინების ცენტრალიზებული სისტემა ექნება

2018-03-08 15:39:00

ქალაქ ზუგდიდში წყალარინების (კანალიზაციის) თანამედროვე ქსელი კეთდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. 

პროექტი ითვალისწინებს მთელი ქალაქის ამორტიზებული წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას და 180 კილომეტრამდე წყალარინების ქსელის მოწყობას. მშენებლობის პროცესში ადგილობრივი (ქართული) წარმოების გოფრირებული მილები გამოიყენება. 

მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან დავით კოდუასთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან გიორგი კობერიძესთან, ქალაქ ზუგდიდის მერთან ლაშა გოგიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. 

ზუგდიდის მოსახლეობის 60%, წყალარინების სისტემის არარსებობის გამო, დღემდე ვერ სარგებლობს საკანალიზაციო სისტემით. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქს ექნება წყალარინების სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა და ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული საყოფაცხოვრებო პირობები მოუგვარდება. 

პროექტს აზიის განვითარების ბანკი 85 მილიონ ლარამდე აფინანსებს. სამუშაოები 2020 წლის დასაწყისში დასრულდება.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო