სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთის დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

2018-03-02 15:53:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ფოთში, დევნილთა დასახლებაში 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.

ახალ დასახლებაში, სადაც 1 238 ოჯახი ცხოვრობს, ამ დრომდე საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. ადაპტირებული ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივნისში, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით დაიწყო. პროექტის ღირებულებამ 385 000 ლარი შეადგინა.

საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და ინვენტარით აღჭურვა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა დააფინანსა. დევნილთა სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, კორპორაცია „ჰიპ“-მა საბავშვო ბაღს მუსიკალური ინსტრუმენტი გადასცა.

ახლადგახსნილ საბავშვო ბაღში დასახლებაში მცხოვრები 14 დევნილი დასაქმდა.

საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკევიჩი, ლტოლვილთა დანიის საბჭოს დირექტორი ვინსენტ დონტო, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია და ფოთის მერი გოჩა კურდღელია.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
2223
24
25262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო