სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

2018-02-28 14:11:00

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის მოსახლეობას წლის ბოლოდან უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. ინფრასტრუქტურულ პროექტის განხორციელებისთვის 19 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების დასრულების შედეგად, 10 000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი 24 საათიანი, ხარისხიანი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. 

მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, 
ზურაბ ალავიძე, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატთან, გოგა გულორდავასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან დავით კოდუასთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, გიორგი კობერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებთან ერთად ადგილზე გაეცნო. 

პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაციას. ქ, ჯვარს, ამორტიზებული წყალმომარაგების ქსელის გამო, ათეული წლებია წყალი შეფერხებით მიეწოდება.

პროექტს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. სამუშაოებს აზერბაიჯანულ კომპანია "Aშ Iნსჰაატ-N“-ი ასრულებს, რომელსაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო