სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზურაბ ალავიძემ წალენჯიხის განახლებული კულტურის სახლი დაათვალიერა

2018-02-24 12:34:00

რეგიონებში კულტურული ცენტრების აღდგენა და რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. ერთ-ერთი კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა წალენჯიხაში. დღეიდან, ადგილობრივებს განახლებული კულტურის სახლი მოემსახურება.

ავარიულ შენობაში მთლიანად შეიცვალა შიდა და გარე ინტერიერი, სცენა, დარბაზი, საგრიმიოროები და სარეპეტიციო ოთახები. დამონტაჟდა განათების, სავენტილაციო და გათბობის თანამედროვე სისტემები.

დასრულებული სამუშაოები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესტან დავით კოდუასთან, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა.

ზურაბ ალავიძის განცხადებით, კულტურული ცენტრების აღდგენას სათანადო ყურადღება ეთმობა.   ,,ბევრ მუნიციპალიტეტში წლების წინ დახურული, ავარიული და უფუნქციო შენობები დგას. ერთ-ერთი ასეთი კულტურული ცენტრის რეაბილიტაცია დავასრულეთ წალენჯიხაში, სადაც მთლიანად შეიცვალა შიდა და გარე ინტერიერი, სცენა და დარბაზი. მალე ცენტრი  სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებას განახლებულ კულტურის სახლში ღირსეულად უმასპინძლებს“.

წალენჯიხის კულტურის სახლის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსსებით გახდა შესაძლებელი, რისთვისც  680 000 ლარი დაიხარჯა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22
23
2425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო