სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდის ისტორიული ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო

2018-02-21 16:17:00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერანტორის მოადგილესთან, დავით კოდუასთან, ზუგდიდის მერთან ლაშა გოგიასთან, კულტურულის მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორთან ნიკოლზ ანთიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას დაესწრო. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე წარიმართება, რომელიც 1 წლის წინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ მომზადდა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახვეწის მიზნით, პროექტი ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, მათი მეთოდოლოგიური რჩევებით შემუშავდა. პროექტირების სამუშაოებს ბაზისად დაედო წერილობით წყაროებზე დაყრდნობით სააგენტოს მიერ პარკის ტერიტორიაზე ჩატარებული პირველადი არქეოლოგიური კვლევა, რომლის შედეგადაც უკვე გამოვლენილია ისტორიული არქიტექტურული ნაგებობების ნაშთები და სხვადასხვა არტეფაქტები. საპროექტო დოკუმენტმა მოიცვა ბოტანიკური ბაღის დენდროლოგიური შესწავლაც. 2 წლის წლის წინ ბათუმის ბოტანიკური ბაღის სპეციალისტების მიერ აღინუსხა ადგილზე წარმოდგენილი უნიკალური წარმოშობის ყველა ნარგავი. გამოვლინდა სანიტარულ ჭრას დაქვემდებარებული ხეებიც. 

ზურაბ ალავიძის განცხადებით, ათეული წლებია ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ფართო საზოგადოება სულმოუთმენლად ელოდება.

,,მოხარული ვარ, რომ დღეს ამ მიმართულებით, უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ზუგდიდს განახლებული და თანამედროვე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობილი ბოტანიკური ბაღი ექნება’’- განაცხადა ზურაბ ალავიძემ. 

მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო წარმოჩენის თავლსაზრისით, რაც დადებით გავლენას მოახდენს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და შექმნის დამატებით იმპულსს რეგიონში ინვესტიციების მოსაზიდად. 

ზურაბ ალავიძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღემდე ინარჩუნებს ბოტანიკურ ბაღში დაცულ იშვიათ მცენარეებს. 

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობა. გაკეთდება სასეირნო ბილიკები და აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. შესასვლელში მოეწყობა სალაროსთვის და დაცვისთვის განკუთვნილი ჯიხურები. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განხორციელებს. 

 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო