სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მარტვილში სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემია გაიხსნა

2018-01-28 19:10:00

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი, ოთარ დანელია, თბილისის „დინამო“-ს პრეზიდენტი რომან ფიფია, ადგლობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანი და მომავალი ფეხბურთელები დაესწრნენ. 

პარალელურად, აკადემიასა და საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამო“-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება.

მარტვილის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია შეიქმნა სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ფეხბურთის ფედერაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა მუნიციპალიური განვითარების ფონდის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით. სამუშაობზე სულ 2,2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, აქედან: ადგილობრვი მუნიციპალიტეტიდან 183 000 ლარი,  შენობის რეაბილიტაცია 728 000 ლარი (მგფ - EIB)და მოედნის მშენებლობა 1 300 000 ლარი (მგფ - EIB).

2018 წელს აკადემია მოამზადებს 180 ბავშვს. აკადემიის შენობა გასულ საუკუნეში სოფლის კოლმეურნეობას ეკუთვნოდა, ბოლო წლებში კი სოფლის კლუბის ფუნქციას ასრულებდა.

მარტვილის საფეხბურთო აკადემიით უკვე დაინტერესდა თბილისის „დინამო“, რომელიც წლეულს 110 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს 5 ასაკობრივ ჯგუფზე: ვარჯიშის შემდეგ კვება, სოფლებიდან ვარჯიშისთვის ბავშვების ტრანსპორტით უზრუნველყოფა, სპორტული ეკიპირებით უზრუნველყოფა, მწვრთნელებისთვის სახელფასო დანამატი და საწევრო გადასახადი. მიმდინარე წელს „დინამო“ დამატებით 56 000 ლარს გამოყოფს მარტვილის აკადემიის კეთილმოწყობისთვის. თანხა დაიხარჯება აკადემიის პირველი სართულის მოსაწყობად: გასახდელი, კვების ბლოკი, სამრეცხაო, სამედიცინო კაბინეტის მოწყობა. რაც შეეხება „დინამო“-ს ბენეფიტს - პერსპექტიულ ბავშვებს კლუბი გადაიყვანს თბილისის აკადემიაში.

 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო