სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

2018-01-24 19:55:00

სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული 2018 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სამოქმედო გეგმაში ასახვის მიზნით წარმოადგინა ორი პროექტი, საერთო ღირებულებით 1 050 000 ლარი. პროექტები დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში თბილისისა და ჭავჭავაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას და სოფელ ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრიდან N1 სასაფლაომდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს ეხება.

მესტიის მუნიციპალიტეტმა სამოქმედო გეგმაში შესატანად წარმოადგინა 6 პროექტი, აქედან 2 პროექტი მთის ფონდით გათვალისწინებული პროექტების დასაფინანსებლად საერთო ღირებულებით: 703 806 ლარი, ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის 4 პროექტი საერთო ღირებულებით 1 272 012 ლარი (მესტიის პროექტები: ცხუმარის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, დაბა მესტიაში N1 საბავშვო ბაღის მშენებლობა, მულახის თემის სოფელ მუჟალში საბავშვო ბაღის მშენებლობა, ბეჩოს თემის სოფ. მაზერში საბავშვო ბაღის მშენებლობა, ეცერის თემის სოფელ ბარში საბავშვო ბაღის მშენებლობა, მულახის თემის სოფელ ჭოლაშში საბავშვო ბაღის მშენებლობა).

აღნიშნულ ცვლილებებს საბჭოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. კორექტირებული სამოქმედო გეგმა გადაეგზავნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემდგომი დაფინანსების მოპოვების მიზნით.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუა, რეგიონის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ გააცნო.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15
16
1718192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო