სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხობის კულტურის სახლის რეაბილიტაცია სრულდება

2018-01-23 10:01:00

ხობის ამორტიზებული კულტურის სახლს სრული რეაბილიტაცია ორ თვეში დასრულდება. შეიცვალა სცენა, მოეწყო მთავარი დარბაზი, საგრიმიორო, სარეპეტიციო ოთახები, შიდა და გარე ინტერიერი. დამონტაჟდა განათების, გათბობის, წყლის და უსაფრთხოების სისტემები. 

სამუშაოების მიმდინარეობას, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ხობის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი (დაჩი) ბერაიასთან და მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად გაეცნო.

„პროექტის დასრულების შემდეგ კულტურის სახლი ფუნქციონალურად დაიტვირთება, აქამდე ელემენტარული სამუშაო პირობები არა არსებობდა, შენობა სავალალო მდგომარეობაში იყო. თუმცა 2 თვეში, სრულად რეაბილიტირებული კულტურის სახლი გვექნება, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩატარდება“- აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეტის გუბერნატორმა.

ხობის კულტურის სახლის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 850 000 ლარით ფინანსდება. 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო