სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მილოცვა

2017-12-31 15:16:00

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი ჩვენი რეგიონის მოსახლეობას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალი წელს! გისურვებთ წინსვლას, ულევ წარმატებებს. ჩვენი ქვეყნისთვის, თქვენი ოჯახებისთვის, თითოეული თქვენგანისთვის 2018 წელი ყოფილიყოს სასიკეთოდ გარდამტეხი.

მინდა დამდეგი ახალი წელი დიდი მივულოცო ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს, დარწმუნებული ვარ ძალიან მალე ერთად აღვნიშნავთ დღესასწაულებს, როგორც ეს ხდებოდა წლების წინ.

ამ დღესასწაულებზე არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც არ ისვენებენ და ზრუნავენ მოქალაქეებზე. მათ შორის არიან სამართალდამცავები, ჯარისკაცები, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები, ექიმები მესაზღვრეები, მინდა მშვიდობა ვუსურვო ამ ადამიანებს, რომლებიც ხშირად 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ დღესასწაულებზეც კი დასვენების გარეშე. 

2017 წელს რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, დაიწყო საუკუნის პროექტის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. 2017 წელს, რეგიონში დაიგო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 240 კილომეტრ საავტომობილო გზას, აშენდა და რეაბლიტაცია ჩაუტარდა 22 საბავშვო ბაღს, განხორციელდა წყალმომარაგების 17 დიდი პროექტი, განხორციელდა წყალარინების 5 პროექტი,  განათდა 146 ქუჩა, განხორციელდა სანიაღვრე არხების 61 პროექტი, სხვადასხვა მდინარეებზე, 80 ლოკაციაზე გაკეთდა გაბიონები, გადაიხურა 46 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, მოწესრიგდა კორპუსების შიდა ეზოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 20 ტროტუარს, კეთილმოეწყო პარკები, სპორტული ობიექტები, დაიწყო ზუგდიდის ისტორიული თეატრის სრული რეაბილიტაცია, 2017 წელს ასევე დაიწყო ნოქალაქევის კომპლექსის სრული  რეაბილიტაცია. 

2018 წელი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, ტურისტული ობიექტების კეთილმოწყობის წელი. პროექტები უკვე დაგეგმილი გვაქვს და ასახულია შესაბამის სამოქმედო გეგმაში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებულ წელს გისურვებთ! 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222325262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო