სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო გაიხსნა

2017-12-23 17:26:00

მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო ოფიციალურად გაიხსნა. მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო თავისი მნიშვნელობით ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია.

საბაგირო მესტიის ცენტრს კურორტ ჰაწვალთან აკავშირებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სამომავლოდ კურორტის პოტენციალის. მესტიის ცენტრიდან ჰაწვალის კურორტთან პირდაპირ საბაგიროთი დაკავშირება კომფორტული და მოსახერხებელია არა მხოლოდ ტურისტებისთვის არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც.

მესტია-ჰაწვალის საბაგირო "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა, მესტიის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

"მთის კურორტების განვითარების კომპანიის" და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ბაზის ბანკის მხარდაჭერით ჰაწვალის კურორტზე გაიმართა საზეიმო ღონისძიებები. ჩატარდა მოყვარულთა შეჯიბრი სამთო-სათხილამურო სპორტში. შეჯიბრი გაიხსნა საჩვენებელი დაშვებით - ფერადი კვამლითა და ცეცხლით.

მოყვარულთა შორის სათხილამურო ტურნირში გოგონათა შორის გამარჯვებულები გახდნენ: I ადგილი - ნანა ჯაფარიძე, II ადგილი - ნატა ჯაფარიძე , III ადგილი - ეკა გაბაშვილი. ხოლო ვაჟთა შორის საპრიზოა დგილებზე გავიდნენ: I ადგილი - ლაშა ჯაფარიძე, II ადგილი - ბორია ჯაფარიძე, III ადგილი - ლერი ჩართოლანი. გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ ფასიანივაუჩერებით (I-450 ლარი, II- 250 ლარი, III-150 ლარი).

აღნიშნული საბაგიროს მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. საბაგიროს მშენებლობა განხორციელდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანიის “Doppelmayr”-ის მიერ. საბაგიროს სიგრძე 1200 მეტრია და ის 6 ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპისაა.

საბაგიროს მშენებლობა განხორციელდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროსა და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ. 

მესტია-ჰაწვალის საბაგირო იმუშავებს ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 16:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას საბაგირო იმუშავებს 17:00 საათამდე.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო