სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აბაშის მუნიციპალიტეტის ახალი მერი სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა წარადგინა

2017-11-13 14:36:00

აბაშის მუნიციპალიტეტის ახალი მერი ლევან მაკალათია თანამშრომლებს და საზოგადოების წარმომადგენლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინა.

გუბერნატორმა აბაშაში დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და ახალ მერს წარმატებები უსურვა.

თავის მხრვ, თანამშრომლებს მიესალმა და სამომავლო გეგმები გააცნო აბაშის ახალმა მერმა ლევან მაკალათიამ. გუბერნატორმა და მერმა აბაშის ყოფილ გამგებელს მამუკა კვიტაშვილს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს.

ლევან მაკალათია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულ¬ტეტის კურსდამთავრებულია.

2002-2004 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად; 2004-2005 წლებში იყო აუდიტორულ-საკონსულტაციო კომპანია UBC International-ის აუდიტორი; 2006-2008 წლებში იყო შპს Audit Company-ს ეკონომისტი; 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტში ეკავა კურორტების განვითარების სამმართველოს უფროსის თანამდებობა; 2013-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში რეგიონული განვითარებისა და მართვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე; 2015-2017 წლები - შპს „პროგრესული მშენებლების“ დამფუძნებელი და დირექტორი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო